სახის აპარატურული წმენდა

ხანგრძლივობა: - Min

აპარატული წმენდა გულისხმობს სახის კანის გასუფთავებას არამექანიკური მეთოდით, კომბაინის თავაკების მეშვეობით, რომელიც არის ატრავმული და  კეთდება ნებისმიერი ტიპის კანზე.
კომბაინის თავაკები (ბრაშინგი, ულტრაბგერა, ვაკუუმი, დარსონვალი, იონოფორეზი)  კომპლექსურად მუშაობენ კანის გასუფთავებაზე. 
ბრაშინგი მბრუნავი ჯაგრისების საშუალებით, მექანიკურად აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს.
ულტრაბგერა კანს ასუფთავებს კომედონებისგან.
ვაკუუმი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე და ამოაქვს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი.
დარსონვალის ცვლადი ელექტრო იმპულსების საშუალებით ხდება ფორებს დახურვა, ჟანგბადით გაჯერება, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, ანადგურებს აკნეს გამომწვევ მიკრობებს.

იონოფორეზით ხდება ბიოკონცენტრატების და ნიღბების ღრმად შეყავანა კანში.

გალვანიკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სახეზე, უჯრედის ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს ააქტიურებს და აუმჯობესებს სახის ნივთირებათა ცვლის პროცესს.